„სააკაშვილი აცხადებს, რომ საჭიროა შეიქმნას სპეციალური დაუმორჩილებლობის ჯგუფები",- ამის შესახებ კონტროლის პალატის ყოფილმა ხელმძღვანელმა, სულხან მოლაშვილმა გადაცემაში „20/30" განაცხადა.
მოლაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა კარგად იციან, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მეორედ არჩევნების გზით ვერ დაბრუნდება და ამისთვის საგანგებო გზებს ეძებენ.
„სააკაშვილის ხელისუფლებამ იცის, რომ ის ვერასდროს მოვა ხელისუფლებაში თანაბარი და კონკურენტული გზით. სააკაშვილი აცხადებს, რომ საჭიროა შეიქმნას სპეციალური დაუმორჩილებლობის ჯგუფები", - აცხადებს სულხან მოლაშვილი.