logo_geo
eng_logo
„ყველაფერს თავისი დრო აქვს“ - დატოვებს თუ არა თანამდებობას გიგლა აგულაშვილი?
- +

2 ივლისი. 2016. 11:03



„ყველაფერს აქვს თავისი დრო და ნება მომეცით, ამ კითხვებზე თავის დროზე გავცე პასუხი", - ასე უპასუხა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა მის მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვების შესახებ დასმულ კითხვას. ამის შესახებ აგულაშვილმა გადაცემა „პოლიტიკის" პირდაპირ ეთერში ისაუბრა და აქვე აღნიშნა, რომ მოსაფიქრებლად კიდევ აქვს გარკვეული დრო.

 

„ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ არის რამდენიმე საათი, შესაძლოა რამდენიმე დღე იმისათვის, რომ გადაწყვეტილებები მივიღოთ. ალბათობა, რა თქმა უნდა, არსებობს, როგორც თანამდებობაზე დარჩენის, ისე გადადგომის",- განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner