ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 84 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა სამი პაციენტი.
სამ კოვიდ-ცენტრში საერთო ჯამში 131 ინფიცირებული მკურნალობს, აქედან 28 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. კორონავირუსის ინფექციით ოკუპირებულ აფხაზეთში, სულ 77 ადამიანი გარდაიცვალა, დაავადებულთა საერთო რაოდენობა 5 732 შეადგენს.