„საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაწესებული შეზღუდვები საუკეთესო ევროპულ გამოცდილებას ეფუძნება. აღნიშნული შეზღუდვების აღსრულების საკითხი მკაცრად იქნება გაკონტროლებული“, - ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.
მისი თქმით, შსს-ს შესაბამისი დეპარტამენტები, ასევე სურსათის ეროვნული სააგენტო და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ერთობლივი ძალებით გააკონტროლებენ შეზღუდვების აღსრულებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.
„საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაწესებული შეზღუდვები საუკეთესო ევროპულ გამოცდილებას ეფუძნება. აღნიშნული შეზღუდვების აღსრულების საკითხი მკაცრად იქნება გაკონტროლებული. ჩვენ ვაწყობთ მექანიზმს, სადაც შრომის ინსპექცია, შსს-ს შესაბამისი დეპარტამენტები, ასევე სურსათის ეროვნული სააგენტო და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ერთობლივი ძალებით გააკონტროლებენ შეზღუდვების აღსრულებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამ მიმართულებით დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში ფიზიკური პირები 2,000, ხოლო იურიდიული პირები 10 000 ლარით დაჯარიმდებიან“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.
გუშინ საკოორდინაციო საბჭომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შეზღუდვების ახალი პაკეტი დაამტკიცა.