logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა და ბიზნესომბუდსმენი სასტუმროების წარმომადგენლებს შეხვდება
- +

27 ნოემბერი. 2020. 13:52

 

 

ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, სასტუმროების წარმომადგენლებთან ეკონომიკის მინისტრისა და ბიზნესომბუდსმენის ოფისის შეხვედრაა დაგეგმილი. ამის შესახებ მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო სრულ კომუნიკაციაში იმ ბიზნეს სექტორთან, ვისაც სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა სჭირდება.

 

„დაგეგმილია ეკონომიკის მინისტრის და ბიზნესომბუდსმენის ოფისის შეხვედრა სასტუმროებთან, სათხილამურო კურორტების სასტუმროებთან, რათა მათთან ერთადაც მოხდეს მსჯელობა იმ შესაძლო დახმარებაზე, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან შეიძლება დასჭირდეთ. ასევე, სრულ კომუნიკაციაში ვართ ყველა იმ ბიზნეს სექტორთან, რომელსაც შესაძლოა სჭირდებოდეს სახელმწიფოს მხრიდან რაიმე სახის მხარდაჭერა“, - აცხადებს ცქიტიშვილი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner