logo_geo
eng_logo
თამარ გაბუნია: საპროტესტო აქციებმა სერიოზული ბიძგი მისცა ინფექციის ასე სწრაფად გავრცელებას
- +

27 ნოემბერი. 2020. 15:30

 

 

„ჩვენ შევედით პიკის ფაზაში და შეზღუდვების მიზანია, პიკის პერიოდის სტაბილიზაცია რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„ჯერჯერობით ვიმკით იმ აქტიური მობილობის შედეგს, რაც 2-3 კვირის განმავლობაში გვქონდა. ახლა ამოქმედებული შეზღუდვების ეფექტი იანვრის პერიდოში გამოჩნდება. მანამდე მოგვიწევს აქტიური მობილიზაცია, არაბუნებრივად გაზრდილი მობილობის. მხედველობაში მაქვს საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული საპროტესტო აქციების დიდი ტალღა, რომელმაც სერიოზული ბიძგი მისცა ინფექციის ასე სწრაფად გავრცელებას, ეს იყო მობილობაზე ზემოდან დამატებული უჩვეულო მობილობა. ახლა ვცდილობთ, ეს მზარდი ტენდენცია შევაჩეროთ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner