logo_geo
eng_logo
სენაკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილებს COVID-19-ის ტესტირება და სეზონური გრიპის ვაქცინაცია ჩაუტარდათ
- +

28 ნოემბერი. 2020. 19:16

 

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, სენაკის მუნიციპალიტეტის დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში COVID-19-ზე სწრაფი ტესტირება და სეზონური გრიპის უფასო იმუნიზაცია/ვაქცინაცია ჩატარდა. აღნიშნულ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

 

მათი ინფორმაციით, COVID-19-ის საპრევენციო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, სენაკში იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მარინა ონიანი და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი კოტე ბასარია.

 

„მოსახლეობას ნებაყოფლობითი, ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტირება და სეზონური გრიპის ვაქცინაცია ჯვარის და სენაკის დევნილთა პოლიკლინიკების მედიკოსების მიერ გაუკეთდა. აფხაზეთიდან დევნილებს, ასევე, COVID-19-ის სახლის პირობებში მართვის პროტოკოლით გათვალისწინებული რეკომენდაციების შესახებ ინფორმაცია მიეწოდათ. ტესტირების შედეგად გამოვლენილ, კორონავირუსით ინფიცირებულ დევნილ ბენეფიციარებს საჭირო მედიკამენტები გადაეცათ და კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ ყველა დევნილს სამედიცინო პირბადეები დაურიგდა. COVID-19-ის საპრევენციო ღონისძიებები აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით მთელი ქვეყნის მასშტაბით მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner