„პანდემიის მიუხედავად, საქართველოს სასურსათო ჯაჭვში არ ყოფილა წყვეტა და არცერთი პროდუქტის დეფიციტი არ ყოფილა. ჩვენ არ გვინახავს ცარიელი დახლები“, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
„ჩვენ მოვახდინეთ მაღალ დონეზე კოორდინაცია კერძო სექტორთან და მათი პასუხისმგებლობა აქ აღსანიშნავია. მადლობა მინდა გადაუხადო თითოეულ აქტორს, რომელიც ჩვენთან მჭიდრო რეჟიმში მუშაობდა. ეს ეხება როგორც სადისტრიბუციო, საიმპორტო მწარმოებლების ჯგუფს, თითოეულ მოთამაშეს“, - აღნიშნა დავითაშვილმა.
მისი თქმით, მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფას საფრთხე არ ემუქრება.
„ჩვენ რუტინულად აღვრიცხავთ ძირითადი სამომხმარებლო პროდუქტების მარაგებს, ეს სისტემა სამინისტრომ გაზაფხულზე ჩამოაყალიბა. ეს არ ყოფილა საერთაშორისო სტანდარტით გათვალისწინებული და არც ფაოს მონიტორინგის ნაწილი ყოფილა. ჩვენ გვესმის რომ განსაკუთრებული ვითარებაა და სამინისტრო ამას აკეთებს. ხორბლის მარაგების მონიტორინგი სულ ხდებოდა სამინისტროს მიერ და აქედან გამომდინარე მზად შევხვდით ასეთ გამოწვევებს. დღეს ჩვენ გვაქვს ხორბლის რამდენიმე თვის მარაგი“, - აღნიშნა დავითაშვილმა.