logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: სექტა არასოდეს აფასებს ლიდერს კრიტიკულად
- +

29 ნოემბერი. 2020. 21:02

 

 

სექტა ასე ადვილად არ მთავრდება, სექტა დრომ უნდა გაიწოვოს. სააკაშვილს ყოველთვის ეყოლება დასაყრდენი საქართველოში, ვგულისხმობ ჩვეულებრივ ადამიანებს, რომლებსაც იგი ყველაფერში მართალი ჰგონიათ”, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრმა, ბონდო მძინარაშვილმა გაზეთ „ალიას“ განუცხადა.

 

 სექტა არასოდეს აფასებს ლიდერს კრიტიკულად და მის ნათქვამს ყოველთვის ჭეშმარიტებად იღებს. „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პოლიტიკური სექტის, დამთავრება, ამ ეტაპზე, პრაქტიკულად შეუძლებელია. ის 2024, 2028-შიც შექმნის ამ პრობლემას, მაგრამ რაც დროს გავა, კიდევ უფრო ნაკლებად.

 

ის პროცესები, რასაც ახლა ვუყურებთ, არანაირ შედეგს არ გამოიღებს, რადგან „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკურად დესტრუქციული ძალა ებრძვის, მაგრამ ჩვენ დავკარგეთ რამდენიმე წელიწადი. დააკვირდით პოლიტიკოსებს, რა თემებზე საუბრობენ პირდაპირ ეთერში, სად არის იდეები, პრინციპები, დამოკიდებულების ჩამოყალიბება, რა უნდათ ამ ქვეყანაში და რა უნდათ ამ ქვეყნისგან? ყველა ბრძოლა არის ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად და მერე ამ ძალაუფლებით ტკბობისთვის”, - განაცხადა ბონდო მძინარაშვილმა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner