„ადამიანები, რომლებიც ივანიშვილს კლასიკურ პოლიტიკურ ლიდერად აღიქვამენ, შეცდომას უშვებენ“, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრმა ბონდო მძინარაშვილმა გაზეთ „ალიას“ განუცხადა.
„ოპოზიციამ ვერ გაითვალისწინეს, რომ ივანიშვილი მაღალი კლასის მოთამაშეა. ერთადერთი ადამიანი (არ ვგულისხმობ პარტიას, ადამიანი), ვისაც აქვს გეგმა და სცენარი, ბიძინა ივანიშვილია. ყველა დანარჩენი ერთადერთ რამეზე ფიქრობს: სად არის ამ გეგმაში მისი ადგილი და რა როლი ერგება ამ სცენარში.
ადამიანები, რომლებიც ივანიშვილს კლასიკურ პოლიტიკურ ლიდერად აღიქვამენ, შეცდომას უშვებენ - ივანიშვილს ჰქონდა კოალიცია, გახსოვთ მისი ეს განცხადება? - ნახეთ, რა კარგად გამოვიყენე მე ეს ადამიანებიო, თქვა, როცა საუბარი იყო უსუფაშვილზე, ალასანიაზე, სანიკიძეზე და სხვებზე. ივანიშვილისთვის პოლიტიკური პარტნიორები არ ყოფილან არც ალასანია, არც სანიკიძე, არც უსუფაშვილი. მათ თანაბრად არ განიხილავდა. ის სახავს ამოცანას და კონკრეტული ადამიანები, კონკრეტული მიმართულებებით, ყველა ასრულებს ამოცანას, მაგრამ ისინი არ არიან ივანიშვილის პარტნიორები, ივანიშვილი მათ პარტნიორებად არ აღიქვამს“, - განაცხადა ბონდო მძინარაშვილმა.