logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: იმედი მაქვს, ოპოზიციის განწყობა ბოიკოტის მხარეს არ იქნება და საპარლამენტო ცხოვრებაში მათ აქტიურ მონაწილეობას ვიხილავთ
- +

30 ნოემბერი. 2020. 17:41

 

 

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრი მიხეილ სარჯველაძე იმედოვნებს, რომ ოპოზიციასთან შეთანხმება შედგება და ისინი საპარლამენტო საქმიანობაში აქტიურად ჩაერთვებიან. ამასთან, როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების გამართვა მნიშვნელოვანია.

 

,,კონკრეტულ პირობებთან დაკავშირებით, არ იქნება ღიად საუბარი, ვინაიდან ამან შესაძლოა, ხელი შეუშალოს მოლაპარაკების პროცესს. იქ მიმდინარეობს საკმაოდ აქტიური დისკუსია ბევრ საკითხთან დაკავშირებით და საკმაოდ ახლოს ვართ მოლაპარაკებასთან. რაც შეეხება კონკრეტულ პირობას, ამას ვერ დავასახელებთ. ფაქტია, იმედიანად ვართ განწყობილი და შესაძლებელია, შეთანხმება შედგეს. ვნახოთ, როგორი იქნება გადაწყვეტილება, დიდი იმედი მაქვს, ბოიკოტის მხარეს არ იქნება ოპოზიციის განწყობა და მათ აქტიურ მონაწილეობას საპარლამენტო ცხოვრებაში ვიხილავთ.

 

რაც შეეხება ჩიხს, ჩიხშია ოპოზიცია და არაფრით არ შეიძლება იმის თქმა, რომ მმართველი პარტია, რომელმაც მოიგო, არის რამე ფორმით ჩიხში. თუ ვინმე ამბობს, რომ შეხვედრა არ უნდა გაიმართოს და ამას აზრი არ აქვს, არ ვთვლი, რომ ეს არის სწორი. პირველივე დღიდან, რაც დისკუსია გაჩნდა, ვფიქრობთ, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა გაიმართოს მოლაპარაკებები და შედეგით დასრულდეს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner