logo_geo
eng_logo
თენგიზ ცერცვაძე: გუშინ ხელი მოეწერა სამთავრობო ხელშეკრულებას და დაახლოებით ორ კვირაში „რემდესივირს“ შემოვიტანთ
- +

1 დეკემბერი. 2020. 14:13

 

 

„რემდესივირი“ არ განიხილება, როგორც 100%-იანი გარანტიის მედიკამენტი, თუმცა, უკეთესი დღეს არ არის, ამიტომ ჩვენმა ქვეყანამ გადაწყვიტა, შემოეტანა“, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განუცხადა.

 

მისი თქმით, გუშინ ხელი მოეწერა სამთავრობო ხელშეკრულებას და დაახლოებით ორ კვირაში „რემდესივირს“ საქართველოში შემოიტანენ.

 

„მიუხედავად იმისა, რომ „რემდესივირზე“ განსხვავებული მოსაზრებები არსებობს, მაგალითად ამერიკაში მას ოფიციალურად მისცეს რეკომენდაცია ყველა კოვიდ-ინფიცირებულის სამკურნალოდ, ამერიკის ნაციონალურმა ინსტიტუტებმა თავის გაიდლაინში ოფიციალურად შეიტანა და უწევს რეკომენდაციას. ამავდროულად, ჯანმო-მ არ შეიტანა თავის გაიდლაინში და ამბობს, რომ მის ჩატარებულ კვლევაში ვერ უჩვენა „რემდესევირმა“ საკმარისი ეფექტურობა.

 

ასევე, „რემდესივირი“ არ განიხილება, როგორც 100%-იანი გარანტიის მქონე მედიკამენტი, თუმცა უკეთესი დღეს არ არის. ამიტომ ჩვენმა ქვეყანამ გადაწყვიტა, რომ შემოეტანა „რემდესივირი“, მისი შემოტანა მოხდება. როგორც ვიცი, გუშინ მოეწერა ხელი სამთავრობო ხელშეკრულებას, სადღაც ორ კვირაში მოხდება მისი შემოტანა“, – აცხადებს ცერცვაძე.

 

ამასთან, ის ხაზს უსვამს, რომ „რემდესივირი“ ბოლო მონაცემებით ნაჩვენებია ჟანგბად-დამოკიდებული პაციენტებისათვის.

 

„მინდა, დავაზუსტო, რომ შემდეგში არ იყოს არაჯანსაღი მოლოდინები – „რემდესივირი“ ბოლო მონაცემებით და რეკომენდაცებით ნაჩვენებია ჟანგბად-დამოკიდებული პაციენტებისათვის, ანუ ვისაც აქვს სუნთქვის გაძნელების პრობლემები ადრეულ სტადიაზე, როდესაც ვირუსის გავრცელების რეფლიკაცია ჯერ კიდევ ხდება, რადგან ეს არის ანტივირუსული მედიკამენტი. ხოლო დაგვიანებულ სტადიაზე, როდესაც ვირუსის რეფლიკაცია, ასე ვთქვათ, დამთავრებულია და სხვა ფაქტორები გამოდის წინა პლანზე, იქ „რემდესივირი“ სამწუხაროდ არაეფექტურია. ამიტომ საქართველოში შემოტანის შემდეგ დაიხვეწება სპეციალური პროტოკოლი, რომელიც ზუსტად იქნება გაწერილი, რა კატეგორიას უნდა მიეცეს „რემდესევირი“, რამეთუ სხვებთან ის ეფექტური არ იქნება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner