დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეორე სესიაზე დარეგისტრირებული აბიტურიენტების 97% გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით გახსნილია ოცდაერთი საგამოცდო ცენტრი და დღეს მიმდინარე ქართული ენისა და ლიტერატურის მეორე სესიაზე 9 000-ზე მეტი აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული, აქედან აბიტურიენტთა 97%-ზე მეტი გამოცდაზე გამოცხადდა.
გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის დღეს ჩატარებულ პირველ სესიაზე დარეგისტრირებული 9 300-მდე აბიტურიენტიდან 3 % არ გამოცხადდა.