logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: დაუმორჩილებლობის ტალღას ვერ ააგორებენ, რადგან ხალხს კარგად ესმის, რაოდენ მძიმე განსაცდელშია მსოფლიო
- +

1 დეკემბერი. 2020. 15:20

 

 

„დაუმორჩილებლობის ტალღას ვერ ააგორებენ, რადგან ხალხს კარგად ესმის, რაოდენ მძიმე განსაცდელის წინაშე დგას მსოფლიო“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

 

ვოლსკის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებები შინაარსითა და პათოსით ერთნაირია. მისივე განცხადებით, მათი მიზანი ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნაა.

 

„დაუმორჩილებლობის ტალღას ვერ ააგორებენ, რადგან ხალხს კარგად ესმის, რაოდენ მძიმე განსაცდელის წინაშე დგას მსოფლიო და საქართველო. თუმცა პოლიციელების ის გინება, სააკაშვილის მხრიდან სახლში შევარდნის მუქარა, ასევე მუქარა, რომ საქართველო დაუმორჩილებლობამ უნდა მოიცვას – ეს ყველაფერი ამ ოპოზიციური ერთობის საერთო განწყობა და შინაარსია, რომელიც ქვეყანას დესტაბილიზაციით ემუქრება.

 

არ მგონია ერთმანეთისგან შორს იყოს ეს განცხადებები, თუმცა შინაარსიდან გამომდინარე მათ სამართლებრივი შეფასება სხვადასხვა აქვს. გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი პოლიტიკური სუბიექტები ძალიან იჩემებენ განსხვავებულობას. ხშირ შემთხვევაში, ერთმანეთს აგინებენ კიდეც, მაგრამ რეალურად მათი აქტივობის, დამოკიდებულების და პათოსის შინაარსი აბსოლუტურად ერთიანია – რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენონ ქვეყანას ამ მძიმე პერიოდში“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

შეგახსენებთ, „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ რეგულაციებს არავინ უნდა დაემორჩილოს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner