logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: ოპოზიციამ ხელოვნურად შექმნა პოლიტიკური კრიზისი, რათა სახელმწიფო და საერთო ეროვნული ინტერესები დაზიანდეს
- +

1 დეკემბერი. 2020. 17:58

 

 

მმართველი პარტიის წევრის, ირაკლი სესიაშვილის განაცხადებით, ოპოზიციამ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი მიზანმიმართულად შექმნა.

 

მისივე თქმით, აღნიშნული კრიზისიდან გამოსავლის გზებს ეძებს როგორც ხელისუფლება, ისე საერთაშორისო საზოგადოება და სამოქალაქო სექტორი.

 

„ჩვენ ვხედავთ პოლიტიკურ კრიზისს, რომელიც ოპოზიციამ მიზანმიმართულად შექმნა იმისთვის, რომ საერთო ჯამში, სახელმწიფო და საერთო ეროვნული ინტერესები დაზიანდეს. ამ ხელოვნურად შექმნილი კრიზისიდან გამოსვლის გზებს ყველა ვეძებთ- საერთაშორისო საზოგადოება, ჩვენი სამოქალაქო სექტორი და ხელისუფლება. ამ პროცესში გარკვეულ რადიკალურ ოპოზიციას ვხედავთ, რომელიც ცდილობს, მავნებლობის ბოლო ელემენტამდე იბრძოლოს. მათი შიშია, რომ თუ გარკვეულ ლიდერებს აქვთ რადიკალური მიდგომები, ამ რადიკალურ მიდგომებს არ დაეთანხმონ პარტიის ან ამ სიებში მყოფი სხვა ადამიანები, რაც მათთვის ვიწრო პოლიტიკური თვალსაზრისით პრობლემას წარმოადგენს. ცხადია, კანონმდებლობა არსებობს, რომელიც არეგულირებს, თუ როგორ ხდება უფლებამოსილებაზე უარის თქმა. ეს ინდივიდუალურად ხდება. შესაბამისად, ეს კანონი, რა თქმა უნდა, დაცული უნდა იყოს“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner