„ძალიან ბევრ, განსაკუთრებით მცირე ზომის პარტიებს სურთ, რომ პარლამენტში შევიდნენ, მოწოდება არის ამისი საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. ერთადერთ შემაკავებელ ფაქტორად რჩება მხოლოდ სააკაშვილის ფიგურა“, - ამის შესახებ ბაჩო ოდიშარიამ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. POSTV-ს წამყვანი მიიჩნევს, რომ თუ ოპოზიციური პარტიები პარლამენტში არ შევლენ, ამით საკუთარ ამომრჩეველს ეტყვიან, რომ რეალურად მათ ხმა „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცეს.
„თუ არ შევლენ, საკუთარ ამომრჩეველს ეუბნებიან („ნაციონალური მოძრაობაზე“ არ მაქვს არ მაქვს ამ შემთხვევაში საუბარი და არც „ევროპულ საქართველოზე“, იმიტომ რომ ეს ერთი სხეულის ორი ნაწილია ჩემთვის), მაგალითად „გირჩი“, „ლელო“, „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები“ რეალურად თავის ამომრჩეველს ეტყვის: „შენ რომ მე მომეცი ხმა, იმიტომ რომ არ გინდოდა არც „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“, თურმე „ნაციონალურ მოძრაობას“ მიეცი ხმა, იმიტომ რომ მე ამ კაცთან ვრჩები. ეს არის ჩემი გამგებელი. შენი ხმის მიერ მოცემული მანდატით კი არ ვაპირებ პარლამენტში შევიდე და ვიმოქმედო, მე ვაპირებ მიშა რასაც მეტყვის ის გავაკეთო“, - განაცხადა ოდიშარიამ.