logo_geo
eng_logo
კახა კალაძე პარტიებს მოუწოდებს, ქალაქში გაკრული საარჩევნო პლაკატები არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში ჩამოხსნან
- +

2 დეკემბერი. 2020. 11:44

 

 

დედაქალაქის მერი კახა კალაძე პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, ქალაქში გაკრული საარჩევნო პლაკატები და სხვა სააგიტაციო მასალა არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში ჩამოხსნან.

 

როგორც კალაძემ დედაქალაქის მერიის სხდომაზე განაცხადა, სააგიტაციო მასალის დატოვების შემთხვევაში ჯარიმა 1000 ლარი იქნება.

 

„საპარლამენტო არჩევნები დასრულდა, საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, საარჩევნო სუბიექტებმა არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალური გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უნდა უზრუნველყონ სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა. მინდა ვთხოვო ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ეს სააგიტაციო მასალები ჩამოხსნილი იყოს და ყველაფერი მოვაწესრიგოთ. მნიშვნელოვანია, ეს მასალები არ დავტოვოთ გაკრული კედლებზე, ღობეებზე იმიტომ, რომ ვიზუალურადაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ქალაქისთვის. დიდი იმედი მაქვს, ყველა პოლიტიკური პარტია მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და იმოქმედებს ისე, რომ ეს პლაკატები, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში იყო გაკრული, ჩამოვხსნათ, წინააღმდეგ შემთხვევაში საჯარიმო სანქცია იქნება 1000 ლარი. მინდა, მუნიციპალურ ინსპექციას დავავალო, ყურადღებით იყოს. არავის აქვს სურვილი, ვინმე დავაჯარიმოთ, მაგრამ მინდა მოვუწოდო ყველას და ვთხოვო, როდესაც საბოლოო შედეგები იქნება გამოქვეყნებული, 15 დღის ვადაში ყველაფერი იყოს მოწესრიგებული“, - განაცხადა კალაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner