ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-ინფიცირებულთა რიცხვმა 6 ათასს გადააჭარბა. ამის შესახებ კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბი იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი კიდევ 122 ადამიანს გამოუვლინდა. სულ ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის 6 092 შემთხვევაა აღრიცხული. ვირუსმა უკვე 84 კოვიდ-პაციენტი იმსხვერპლა, 4 002 კი გამოჯანმრთელდა.