logo_geo
eng_logo
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, გაფართოებული ტესტირებისას როგორც სწრაფ, ასევე PCR ტესტებსაც გამოიყენებენ
- +

2 დეკემბერი. 2020. 13:05

 

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, გაფართოებული ტესტირებისას როგორც სწრაფ, ასევე PCR ტესტებსაც გამოიყენებენ.

 

როგორც ტიკარაძემ მთავარობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული ხელს შეუწყობს კორონავირუსის შემთხვევების დროულ გამოვლენას და ინფიცირებულთა იზოლაციას.

 

„ინტენსიური ტესტირება არ არის მხოლოდ საქართველოს პრაქტიკა. მსოფლიოს ბევრი ქვეყანა მიმართავს ჩაკეტვების პერიოდში ეფექტური და გაფართოებული ტესტირებების მიზნობრივ ჩატარებას იმისთვის, რომ მოხდეს დროული აღმოჩენა იმ შემთხვევების, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს. რაც ხელს შეუწყობს მათ იზოლაციას და შესაბამისად, იმოქმედებს ინფექციის გავრცელების კლებაზე. ეს არის მიზანი. აქ იქნება ჩართული სწრაფი ტესტებიც და ასევე PCR ტესტებიც, რაც ჩვენი ქვეყნის ოქროს სტანდარტია“, - განაცხადა ტიკარაძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner