ჟურნალისტი შალვა რამიშვილი, საკუთარი „ფეისბუქ-გვერდზე, კობა დავითაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება.
„ვუსამძიმრებ კობა დავითაშვილის ოჯახს. უბნელები ვიყავით, ერთ დროს დავამთავრეთ სკოლა და ჩავაბარეთ უნივერსიტეტში. კობა ჩემთვის არ იყო მხოლოდ პოლიტიკოსი. სიყრმის ნათელი მოგონებაც იყო. ძალიან ვწუხვარ“, - წერს შალვა რამიშვილი.