ყოფილი პარლამენტარი თეო ტლაშაძე, თანამებრძოლისა და მეგობრის, კობა დავითაშვილის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„საიდან დავიწყო, არ ვიცი, თუმცა, რისი თქმაც მინდა, ამას კი მოგახსენებთ!
2007 წლის 7ნოემბერი, ამ დღეს არ დაწყებულა, პრეისტორიები ბევრად შემზარავი და არაადამიანური იყო!
ბევრი იყო კონკრეტული ოჯახის ტრაგედიები და ტანჯვა-წამება.
ეს ყველაფერი ვიცოდით და გვესმოდა, თუმცა, ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან, პარლამენტიდან ამ ყველაფრის გაჟღერება და გაკრიტიკება, ცოტამ თუ მოახერხა მაშინ რეალური საფრთხის და შიშის გამო.
ერთ-ერთი, ვინც ჩვენ, ხელისუფლებას კრიტიკულად დაპირისპრებულ ნაწილს გვერდით დაგვიდა მაშინ, კობა იყო დავითაშვილი და თავდაუზოგავად გადაეშვა ამ უთანასწორო ბრძოლაში ჩვენთან ერთად.
ეს იყო რეალური ბრძოლის ველი, სადაც არავინ ვიცოდით, როდის წამოგვეწეოდა ჩასაფრებული სიკვდილი ხელისუფლების მხრიდან.
ეს საბედისწერო დღე კი კობასთვის, 2007 წლის 7 ნოემბერი გამოდგა, როდესაც ის გაიტაცეს და სასტიკად სცემეს ხელისუფლების ზონდერებმა.
დღეს გვესმის ასეთი ფრაზები, არჩევნები გაყალბდა და უმთავრესი მიზანი არის იმის არდაშვება, რომ ეს ხელისუფლებას არ ვაპატიოთ და ამიტომ ჩვენი პრინციპები დროებით უკან გადავდეთ პარტიებმაო და ყველაზე დაპირისპირებული და მიუღებელი პერსონებიც კი ერთ მაგიდასთან დავჯექითო.
ეს ყოვლად მიუღებელი ახსნაა ჩემთვის ამ მოცემულობის, ალბათ იმის გამო, რომ ამ კატეგორიის პოლიტელტას არ მივეკუთვნები, იმის გამო, რომ არასდროს დამავიწყდება ის დღეები, რაც გამოგვატარა წინა ხელისუფლებამ და არა უშუალოდ მე, იმ ხალხის გამოც ვინც ჩვენს გვერდით იყო, ყველას ოჯახის წევრი ჩემთან მოდიოდა, მე მიყვებოდნენ ისტორიებს რასაც გადიოდნენ, სახლებში, ციხეებში, ქუჩებში....
იმ ტანჯვის გამო, რაც გაატარეს კობას.
ნეტავ რა სიტყვებით შეძლებთ ახლა უკვე კობა დავითაშვილის სულის წინაშე ამის ახსნას?!
ან რა პასუხი გქონდათ, როდესაც რამოდენიმე თვის წინ გამოვიდა კობა და შიმშილით სიკვდილის საფრთხეზე საუბრობდა?! აღარაფერს ვამბობ ირინა ენუქიძის სულის წინაშე ჩვენს ვალდებულებას.
და მერე რა? ხელისუფლების შეცვლის მერე ეს ხალხი სადაა?! ისევ პარლამენტში, ისევ ხელისუფლებაში, ისევ ამ ველზე და ძალაობენ კვლავ „დემოკრატიის სახელით“ ხელისუფლების განმტკიცებაზე.
არც ძმარი და არც წყალი, აი ესაა პოლიტიკური სპექტრი(იშვიათი გამონაკლისების გარდა).
ღმერთმა სასუფეველი დაგიმკვიდროს, კობა. და ყველას მიეზღვება ისე, როგორც აქამდე და ამის მერეც!
„ნაციონალური მოძრაობა“ მხოლოდ სააკაშვილი არაა, ყველა ის ბოროტმოქმედი, ვინც გადაწყვეტილებებს იღებდა მათში, გაფანტულები არიან ხელისუფლებასა და პოლიტიკაში, ეს ვისი დამსახურებაცაა, ალბათ ახსნა არ უნდა!“ - წერს თეო ტლაშაძე.