logo_geo
eng_logo
თენგიზ ცერცვაძე: უცხოეთში კრემატორიუმებთან მიცვალებულებით მანქანები რიგში იდგნენ, ასეთ რამ საქართველოში გინახავთ?!
- +

2 დეკემბერი. 2020. 18:33

 

 

„უცხოეთის ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ქართველი ექიმები მოღვაწეობენ, გაცილებით უარესი მდგომარეობაა, ვიდრე საქართველოში - მიხედეთ ყველამ იმ ქვეყანას, სადაც საქმიანობთ“, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“, უცხოეთში მცხოვრები ქართველი კოლეგების პასუხად განაცხადა.

 

ცერცვაძე ირწმუნება, რომ უცხოეთის ქვეყნების წამყვანი სპეციალისტები საქართველოში კოვიდის კლინიკურ მართვას ერთხმად უმაღლეს შეფასებას აძლევენ და „კრიტიკას რატომღაც ქართველი ექიმების ნაწილი გამოთქვამს“.

 

„ის, რომ ქართველი სპეციალისტები უცხოეთში მოღვაწეობენ, იმას არ ნიშნავს, რომ მათი ნათქვამი ჭეშმარიტებაა. ხშირად მიხდება პოლემიკა უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ექიმებთან. პირად პოლემიკაში ჯერ ვერავინ დამისაბუთა, რომ რაიმე სერიოზული შეცდომა დავუშვით ან არასწორად ვმართავთ კოვიდს. ამბობენ რაღაც ზოგად ფრაზებს, მაგრამ როდესაც განმარტებებს ვაძლევ, ვერავითარ კონკრეტულ ნაკლს ჩვენ მიერ კოვიდის კლინიკურ მართვაზე ვერ ამბობენ. უცხოეთის ქვეყნებში ყველა მხრივ უარესია მდგომარეობაა - სიკვდილიანობის პროცენტით, რაოდენობით, ჰოსპიტალური გართულებებით. ეს იქ მრავალჯერ უფრო მეტია. ძალიან ბევრი პაციენტია, რომელიც კლინიკამდე საერთოდ ვერ აღწევს და ექიმთან კომუნიკაციას ვერ ახერხებს. გაზაფხულ-ზაფხულში მასიურად იყო, როცა კრემატორიუმებთან მიცვალებულებით მანქანები რიგში იდგნენ. ასეთ რამ საქართველოში გინახავთ?!“ - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner