logo_geo
eng_logo
ანდრია გვიდიანი: რეგიონის ქვეყნებს შორის, ჩვენ ეკონომიკური ვარდნის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გვექნება
- +

2 დეკემბერი. 2020. 18:44

 

„გლობალურ ეკონომიკას დიდი გავლენა აქვს საქართველოს ეკონომიკაზე. საქართველო არის, ღია ტიპის მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყანა. ნებისმიერი პროცესი, რაც ხდება ჩვენს სამეზობლოში, ჩვენს რეგიონში და ჩვენს სავაჭრო პარტნიორებში, ბუნებრივია, პირდაპირ პროპორციულად აისახება ეს საქართველოს ეკონომიკაზე“, - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა ანდრია გვიდიანმა დღის ქრონიკაში“ ისაუბრა

 

„თვალი რომ გადავავლოთ ქვეყნებს, რომლებთანაც აქტიური ეკონომიკური ურთიერთობა გვაქვს, ყველგან პანდემიამ გამოიწვია ეკონომიკური რეცესია, მაღალი ინფლაცია და სხვა ტიპის ნეგატიური ფაქტორები. ევროზონაში 8%-იანი ეკონომიკური ვარდნაა 2020 წელში. გართულდა პროცესი რეგიონშიც. გლობალური პანდემიის გარდა დიდი გავლენა იქონია რეგიონში სამხედრო მოქმედებებმა, მხედველობაში მაქვს სომხეთისა და აზერბაიჯანის სამხედრო კონფლიქტი. ყველა ეს პროცესი ნეგატიურად აისახება ჩვენს ეკონომიკაზე. ჩვენ ველით 5%-იან ვარდნას, თუმცა რეგიონის ქვეყნებს შორის ეს არის ეკონომიკური ვარდნის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი“, - განაცხადა ანდრია გვიდიანმა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner