logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა: არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფის 24 თეთრით ზრდასთან დაკავშირებით „თბილისი ენერჯისთან“ შეხვედრა გაიმართება
- +

3 დეკემბერი. 2020. 12:49

 

 

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა აცხადებს, რომ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფის 24 თეთრით ზრდასთან დაკავშირებით „თბილისი ენერჯისთან“ შეხვედრა გაიმართება.

 

როგორც ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ საკითხის კომენტირებისას აღნიშნა, მოსახლეობისთვის გაზის ტარიფი არ გაიზრდება, ხოლო კომერციულ ნაწილში კომპანიისგან მოისმენენ დასაბუთებას, თუ რამდენად აუცილებელია არსებულ ვითარებაში ტარიფის ზრდა.

 

„პადნემიიდან გამომდინარე მართლაც არაერთი გამოწვევების წინაშე დადგა ეკონომიკა და ბიზნესი. ენერგეტიკული კომპანიებიც არაა გამონაკლისი და მათ სერიოზული სირთულეები აქვთ, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, რომ მოსახლეობის ნაწილში გაძვირებას არ ველოდებით და ტარიფი გაზზე არ გადაიხედება. რაც შეეხება კომერციულ სექტორს, ეს არაა რეგულირებადი, თუმცა ჩვენ აუცილებლად გვექნება მათთან კომუნიკაცია დაანონსებულ ცვლილებასთან დაკავშირებით.

 

კომპანიას დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, თბილისის უსაფრთხო და ხელმისაწვდომი ბუნებრივი აირით მომარაგება და აუცილებლად შევხვდებით, დაველაპარაკებით, გავერკვევით რამდენად დასაბუთებულია მათი ეს გეგმები და რამდენად ეყრდნობა რეალურ გარემოებებს, რამდენად ამოწურა კომპანიამ ყველა ის შიდა რესურსი და აუცილებელია ახლა, საკმაოდ რთულ ვითარებაში კომერციული გაზის ფასების გადახედვა“,- აღნიშნა თურნავამ.

 

ცნობისთვის, 3 იანვრიდან შპს „თბილისი ენერჯის“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, პურის საწარმოების გარდა, ბუნებრივი გაზის ღირებულება 24 თეთრით ეზრდებათ და ერთ კუბურ მეტრზე 86 თეთრის ნაცლად, ერთი ლარით და 10 თეთრით განისაზღვრება. კომპანიაში აღნიშნულის მიზეზად ლარის კურსის გაუფასურებას ასახელებენ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner