logo_geo
eng_logo
დაჩი ცაგურია: ნაცსექტა, მიშას თამადობით, მარტო კობას ცოდვით ვერ გაიხარებთ! როგორ გძინავთ ღამე, თქვე არაადამიანებო?
- +

3 დეკემბერი. 2020. 14:47

 

 

„საქართველოს რკინიგზის“ მგზავრთა გადაყვანის დირექტორი დაჩი ცაგურია კობა დავითაშვილის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„გული მომიკვდა კობას გარდაცვალების გამო... როგორ დააინვალიდეს ეს მთასავით კაცი ამ ხლისტებმა...

 

მარტო კობას ცოდვით ვერ გაიხარებთ მიშას თამადობით მისი სექტის მეთაურიან-მიმდევრების ჩათვლით, ეს უდიდესი ცოდვა გეყოფათ სულ ყველას...

 

თან რა ცუდ დროს წავიდა, სამძიმარზეც ვერ მივალ იზოლაციის გამო, არადა, მაშინ, კობა რომ გაიტაცეს და სასტიკად გაუსწორდნენ, სად ჰყავდათ, არ ვიცოდით, ვეძებდით და გაავრცელეს ჭორად, რომ კობა გარდაცვლილი იყო, ფეხები უკან მრჩებოდა, მივედი მის ოჯახში... როგორ ცხოვრობთ ამხელა ცოდვებით? როგორ გძინავთ ღამე, თქვე არაადამიანებო? მეზიზღებით და მძულხართ! სანამ პირში სული მექნება, თქვენი მტერი ვიქნები და რითიც შემეძლება, არ გაგახარებთ!“ - წერს დაჩი ცაგურია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner