logo_geo
eng_logo
თორნიკე რიჟვაძე: ტონის შეცვლის შემთხვევაში, მზად ვარ, ყველაზე აგრესიულ პოლიტიკურ ოპონენტსაც შევხვდე
- +

3 დეკემბერი. 2020. 15:48

 

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, მთავრობის სახლის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას გამოეხმაურა.

 

რიჟვაძე ამბობს, რომ კონსტრუქციული ტონის ქონის შემთხვევაში მზად არის მოლაპარაკებისთვის.

 

როგორც რიჟვაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, „ნაცმოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ „საცირკო პერფორმანსებში“ მონაწილეობას არ მიიღებს.

 

ამასთან, რიჟვაძის განცხადებით, რეგიონში ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა და მალე აჭარის უმაღლესი საბჭო ახალ მთავრობას დაამტკიცებს.

 

„დისკომფორტს არანაირად არ მიქმნის და ხედავთ, რომ ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენი სამუშაო განრიგი არ შეცვლილა. ვმოძრაობ იმ მარშრუტით და მაქვს ის კონკრეტული დღის წესრიგი, რომელსაც აქამდე ვაკეთებდი განსაკუთრებით ბოლო 2 წელიწადნახევრის განმავლობაში“, - აღნიშნა რიჟვაძემ.

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ყველაფერი გეგმის შესაბამისად მიდის.

 

„ძალიან მალე შეიკრიბება აჭარის უმაღლესი საბჭო და დამტკიცდება მთავრობა, გავაგრძელებთ ხალხის სამსახურს და იმ გამოწვევებზე გამკლავებას, რომელიც ამ რეგიონის მოსახლეობას აწუხებს. რაც შეეხება კონკრეტულ პერფორმანსებს და საცირკო წარმოდგენებს, როცა მიზანია კონკრეტული დესტრუქცია, კონკრეტული პერფორმანსები, თვითონაც ასე ეძახიან, რა თქმა უნდა, ამაში ჩვენ არასოდეს მივიღებთ მონაწილეობას.

 

ამისთვის არც დრო გვაქვს და არც სურვილი, თუმცა არც არავინ ეხება არცერთი ადამიანის, არცერთი პოლიტიკური ჯგუფის გამოხატვის თავისუფლებას ოღონდ კანონით დადგენილ ჩარჩოებში. ამ მიმართულებით იქნება ძალიან მკაცრი ურთიერთობა. რაც შეეხება შეხვედრების მოთხოვნებს, როცა ამისთვის იქნება წინაპირობები, როცა იქნება კონსტრუქციული ტონი, ნებისმიერ დროს მზად ვარ შევხვდე ყველაზე აგრესიულ პოლიტიკურ ოპონენტსაც.

 

ეპიდემიოლოგებმა განაცხადეს, მათ შორის ის ადამიანები ვინც პირბადეს არ იყენებს, წესებს არ იცავს, ბუშტების გაბერვა ეპიდემიოლოგიურად დაეხმარება ვირუსის გავრცელებას“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner