„კორონავირუსის 5 068 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლინდა 1 959, იმერეთში-980, აჭარაში – 483“, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 24 349 აქტიური შემთხვევაა, მათ შორის 1 070 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების 5 068 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 959 შემთხვევა, აჭარაში - 483, იმერეთში - 980, ქვემო ქართლში - 296, შიდა ქართლში - 222, გურიაში - 122, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 408, კახეთში - 335, მცხეთა-მთიანეთში - 130, სამცხე-ჯავახეთში - 114, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 19.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 24 349. მათ შორის, 6 671 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 925, აჭარაში - 1 025, იმერეთში - 1 267.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 070 პირი, მათ შორის, თბილისში - 491, აჭარაში - 155, იმერეთში - 247. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 476 პირი, მათგან თბილისში - 214, აჭარაში - 117, იმერეთში - 45. 3 899 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 277 - თბილისში, 2 022 - აჭარაში, 343 - იმერეთში. 13 779 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 241 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-365, აჭარაში - 448, ხოლო იმერეთში - 28.
სულ 6 ოქტომბრიდან - 3 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 19 803 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 262 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 19 437 პირი, აჭარაში - 12 071, იმერეთში - 4 605“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.