logo_geo
eng_logo
დაავადებათა კონტროლის ცენტრში ინფიცირების 49 შემთხვევა დაფიქსირდა
- +

4 დეკემბერი. 2020. 13:21

 

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ცენტრში ინფიცირების 49 შემთხვევა დაფიქსირდა. თუმცა, როგორც მან აღნიშნა, ინფიცირებული თანამშრომლების უმრავლესობა უკვე გამოჯანმრთელდა და მუშაობას აგრძელებენ.

 

„დაავადებათა კონტროლის ცენტრს აქვს თბილისში მთავარი ოფისები: ლაბორატორია ლუგარი და ასევე „ჰედოფისი“, ასევე აქვს რეგიონებში კიდევ 9 განყოფილება და სულ ჩვენ ორშაბათის მონაცემებით გვყავდა 49 ინფიცირებული, მაგრამ იქიდან უმრავლესობა გამოჯანმრთელდა და სამსახურშია დაბრუნებული. სამწუხაროდ, გვაქვს ერთი ძალიან სამწუხარო ფაქტი, დაგვეღუპა წამყვანი ეპიდემიოლოგი ქუთაისში“, - განაცხადა გამყრელიძემ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner