logo_geo
eng_logo
კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, 22 500-ზე მეტი ობიექტი შემოწმდა
- +

4 დეკემბერი. 2020. 13:41

 

 

„იზოლაციისა და კარანტინის დადგენის შესახებ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის დადგენილების ამოქმედების შემდეგ, ამ დროის მონაცემებით, შემოწმდა 22 532 ობიექტი. მათ შორის, წერილობითი და სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა 16 733 ობიექტს, საქმიანობა შეუჩერდა 5 792 ობიექტს, რომლებიც შეზღუდვების მიუხედავად, აგრძელებდნენ არანებადართულ ეკონომიკურ საქმიანობას და დაჯარიმდა 7 ობიექტი. ბუნებრივია, პერიოდულად, ხდება მონიტორინგი. გუშინ განხორციელდა 2 719 განმეორებითი მონიტორინგი“, - ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.

 

„რაც შეეხება რეგიონულ განაწილებას, თბილისის მასშტაბით შემოწმდა 8 416 ობიექტი, იმერეთში 3 331, აჭარაში 2 454, ქვემო ქართლში 1 994, კახეთში 1 344, სამეგრელო-ზემო სვანეთში 1 851, შიდა ქართლში 1 277, გურიაში 689, მცხეთა-მთიანეთში 428, სამცხე-ჯავახეთში 741 და რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 7 ობიექტი“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.

 

იზოლაციისა და კარანტინის დადგენის შესახებ მიღებული დადგენილების აღსრულება რამდენიმე მაკონტროლებელ უწყებას ევალება: შრომის ინსპექციას, შემოსავლების სამსახურს, სურსათის ეროვნულ სააგენტოს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების საზედამხედველო სამსახურები. ამასთან, პროცესში ჩართულია საპატრულო, კრიმინალური და ფინანსური პოლიციის შესაბამისი დეპარტამენტები.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner