logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობა“ ხშირად საუბრობს მოსყიდვაზე, მაგრამ ფაქტები მხოლოდ მათ წინააღმდეგაა
- +

4 დეკემბერი. 2020. 14:52

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული იძულების, მუქარისა და ქრთამის მიცემის ფაქტზე, მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილის გასაჯაროვებას გამოეხმაურა. მისი თქმით, არაერთი ფაქტი ადასტურებს, საარჩევნო პერიოდში, ოპოზიციის მიერ მოქალაქეებზე ზეწოლასა და მოსყიდვის შემთხვევებს.

 

„სამწუხაროდ, ეს მტკიცებულებები არ მინახავს, ვიცი, რომ გამოქვეყნდა, მაგრამ ვერ მოვასწარი გაცნობა. „ნაცმოძრაობა“ არჩევნების წინ, არჩევნების დღესა და შემდეგ, ერთგვარად, „გაღმა შედავების“ - პრინციპით მოქმედებდა, რა იმაში გამოიხატებოდა, რომ, მაგალითად, ისინი ბევრს საუბრობდნენ მოსყიდვაზე. ფაქტების ძირითადი ნაწილი, რაც, ჯერჯერობით, გვაქვს, მათი მხრიდან მომდინარეობს. ამაზე საუბარი თავისუფლად შეგვიძლია. ალბათ, ასევე, გახსოვთ ერთ-ერთი ჩანაწერი, სადაც ცესკო-ს თანამშრომელ ქალს ფულს სთავაზობდა იმ დღეებში ცესკო-დან წასული თანამშრომელი. „ნაცმოძრაობა“ ხშირად საუბრობს მოსყიდვაზე, მაგრამ როგორც კი კონკრეტულ ფაქტებამდე მივა საქმე, ეს ფაქტები მხოლოდ მათ წინააღმდეგაა. მაგალითად, საია იძულებული გახდა, რომ 7 ფაქტის შესახებ ესაუბრა და იქვე ეთქვა, რომ შედარებით მაღალი სტანდარტით დადასტურებული ხუთი ფაქტი იყო ოპოზიციის ზურგზე. საუბარი მაქვს მოსყიდვაზე. მოსყიდვის ფაქტების ავტორები, ძირითადად, ოპოზიციის წარმომადგენლები არიან“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

დღეს პროკურატურამ ისნის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული იძულების, მუქარისა და ქრთამის მიცემის ფაქტზე, მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილი გაასაჯაროვა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner