logo_geo
eng_logo
სამი პროდუქტი, რომელიც კორონავირუსს ბლოკავს
- +

4 დეკემბერი. 2020. 16:57

 

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყურძნის, შოკოლადის და მწვანე ჩაის ქიმიურმა ნაერთებმა, შესაძლოა, SARS-COV-2 დაბლოკოს.

 

აღინიშნა, რომ SARS-COV-2-ის მთავარი სუსტი წერტილი პროტეაზას Mpro  ფერმენტია, რომელიც რეპლიკაციის მექანიზმში მონაწილეობს. ასევე ცნობილია, რომ Mpro  მცენარეული ქიმიკატების ურთიერთობას თრგუნავს, რომლებსაც ძლიერი ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური თვისებები აქვს.

 

ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტის ექსპერტებმა საკვები და სამკურნალო მცენარეების ნაერთები შეისწავლეს. კომპიუტერულმა სიმულაციებმა და ინ-ვიტრო ლაბორატორიულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ მწვანე ჩაის და ყურძნის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებები ძალიან წარმატებით ახერხებს Mpro ფუნქციის აღკვეთას. ასევე ცნობილი გახდა, რომ კაკაოს ფხვნილისა და მუქი შოკოლადის ნაერთებმა პროტეაზას აქტივობა დაახლოებით ნახევრად შეამცირეს.

 

მკვლევარებმა ასევე აღნიშნეს, რომ მწვანე ჩაიში ხუთი ქიმიური ნაერთია, რომლებიც Mpro-ის სხვადასხვა უბანთან ურთიერთქმედებს და მის მოქმედებას ანეიტრალებს.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner