logo_geo
eng_logo
ვახტანგ გომელაური: აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს
- +

4 დეკემბერი. 2020. 17:13

 

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ვიზის დამზადების სანაცვლოდ თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირია დაკავებული.

 

მინისტრის თქმით, ზოგადად, გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან შინაგან საქმეთა სამინისტროს და კოლეგა უწყებებს ახლო ურთიერთობა აქვთ.

 

„ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს აშშ-სთან, ამ შემთხვევაში გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან, როგორც ჩვენ, ასევე უსაფრთხოების სამსახურს, ჩვენს კოლეგა უწყებებს“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner