logo_geo
eng_logo
ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა დადასტურდა
- +

4 დეკემბერი. 2020. 17:43

 

„ოკუპირებულ ცხინვალში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ე.წ. მთავარი სანიტარული ექიმის მოადგილე ანა გაგლოევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

გაგლოევას თქმით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი 109 ადამიანს ჩაუტარდა და 27-ის პასუხი დადებითი აღმოჩნდა.

 

დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, 15 სექტემბრიდან, ანუ რუსეთთან ე.წ. საზღვრის გახსნის შემდეგ ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ 19-ით სულ 1870 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 872 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

 

რეგიონში 15 დეკემბრამდე შეწყვეტილია საშუალო, საშუალო-პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლების მუშაობა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner