logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: მგონია, ოპოზიციაში საღი აზრი გაიმარჯვებს და გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც რადიკალური ფრთის ბულინგისგან თავის დაძვრენას გაბედავენ
- +

5 დეკემბერი. 2020. 22:08

 

 

„ჩვენ ოპოზიციისგან განსხვავებით ანგარიშს ვუწევთ იმ თხოვნას, რომელიც ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩებისგან დადგა და არ ვისაუბრებ დეტალებზე“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მამუკა მდინარაძემ „ქრონიკაში“ მესამე რაუნდზე საუბრისას განაცხადა.

 

„სასამართლოს გადასაწყვეტი საკითხი პოლიტიკური შეთანხმების საგნად რომ დააყენო, ეს შეიძლება მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუვიდეს თავში. გადადგეს ჟვანია, ესეც პოლიტიკური შეთანხმების საგნად რომ დააყენო, ესეც მხოლოდ ნაციონალს მოუვა თავში. დღეს მათ სპეციალურად გაახმოვანეს 3 საკითხი, რაზეც საუბარი შეუძლებელია. მათ გამოაგდეს ის პუნქტები, რომლებიც კიდევ უფრო დააშორებს პოზიციებს ერთმანეთს და რეალურად ეს ასე არ არის. მაგიდაზე არის ისეთი საკითხები, რაზეც შეიძლება კომპრომისი მოიძებნოს. კიდევ ხაზგასმით ვამბობ, მაგიდაზე დევს გარკვეული საკითხები, მათ შორის რომელზეც შეიძლება შედგეს კომპრომისი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

მან ასევე აღნიშნა, რომ მესამე რაუნდთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი აქვს.

 

„ელჩებთან რა საუბრებიც მიდის ვვარაუდობ, რომ შეთანხმება შედგება. მგონია, ოპოზიციაში საღი აზრი გაიმარჯვებს და გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც რადიკალური ფრთის ბულინგისგან თავის დაძვრენას გაბედავენ, რაციონალურად იმოქმედებენ, იფიქრებენ და შემდეგ საზოგადოების, ქვეყნის სასარგებლოდ მიიღებენ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

მმართველი გუნდი ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში 12 ნოემბრიდან მართავს. დიალოგის მესამე რაუნდის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner