logo_geo
eng_logo
კორონავირუსს კიდევ ერთი ექიმის სიცოცხლე შეეწირა
- +

5 დეკემბერი. 2020. 22:11

 

 

კორონავირუსს კიდევ ერთი ექიმის სიცოცხლე შეეწირა. მედიკოსი რომელიც ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში რეანიმატოლოგად მუშაობდა, თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა.

 

„ძალიან მძიმედ იყო, ასაკოვანი ქალია და კორონავირუსმა დაამძიმა მდგომარეობა,"- აცხადებენ საავადმყოფოში.

 

ეს მესამე შემთხვევაა, როცა კორონავირუსმა რეგიონში სამედიცინო პერსონალი იმსხვერპლა. თავდაპირველად ახალქალაქის სასწრაფო დახმარების ექიმი გარდაიცვალა, მოგვიანებით კი სასწრაფო დახმარების რეგიონული მენეჯერი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner