კახეთში კორონავირუსის 209 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სპეციალისტებმა ახალი ინფიცირებულების 214 კონტაქტის მოძიება უკვე შეძლეს. ეპიდემიოლოგების განმარტებით, ყველა მათგანი უკვე გადაყვანილია თვითიზოლაციაში.
ცხელების ცენტრს დღეს 57- მა პაციენტმა მიმართა. დღეს ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 5 110 -მდე გაიზარდა. მუნიციპალიტეტების მიხედვით, ეპიდსტატისტიკა ასეთია: ახმეტა-353, თელავი -1, 332, ყვარელი - 408, გურჯაანი-1, 079, სიღნაღი-301, დედოფლისწყარო -420 და საგარეჯო -543.
ბოლო ინფორმაციით, მკურნალობს 2 735 მოქალაქე, აქედან 2 518 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 27 კოვიდსასტუმროში, ხოლო 190 იმყოფება კოვიდკლინიკაში.
თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა 2 895-ს შეადგენს, თვითიზოლაციიდან კი დღის ბოლოს 131 ადამიანი მოიხსნა. რეგიონის მასშტაბით არსებულ საკარანტინო სიცრცეში მყოფ მოქალაქეთა რიცხვი 29-მდე შემცირდა.
ვირუსი დღეს 30- მა პაციენტმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა 2 344 -მდე გაიზარდა.