ეუთო-ს 27-ე მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს მხარდამჭერი განცხადება მიიღეს. ამის შესახებ ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ქეთევან ციხელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი შედეგი საქართველოსთვის, ეუთო-ს 27-ე მინისტერიალის ფარგლებში.
ეუთო-ს თავმჯდომარეობის ხუთეულმა, ყოფილმა, მიმდინარე და მომავალმა თავმჯდომარეებმა პოლიტიკურ განცხადებაში მყარი მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს მიმართ! დიდი მადლობა“, – წერს ქეთევან ციხელაშვილი „ფეისბუქში“.