logo_geo
eng_logo
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 111 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

5 დეკემბერი. 2020. 23:54

 

 

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 442 პირს, 111 მათგანს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

 

ოკუპირებული აფხაზეთის სამ კოვიდცენტრში საერთო ჯამში 161 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. მათგან 25 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

 

გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი გარდაიცვალა. სულ  კორონავირუსით ოკუპირებულ აფხაზეთში 87 ადამიანია გარდაცვლილი.

 

ოკუპირებულ აფხაზეთში სულ კორონავირუსის 6 511 შემთხვევაა დაფიქსირებული, გამოჯანმრთელდა 4 645 პაციენტი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner