logo_geo
eng_logo
საჩხერეში, „სასწრაფოს“ თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ
- +

6 დეკემბერი. 2020. 00:45

 

 

საჩხერეში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ინფიცირებულია სამსახურის 24 თანამშრომელი, რომელთაც ვირუსი გეგმიური ტესტირების შედეგად გამოუვლინდათ.

 

თანამშრომლების ინფიცირების გამო, ამ დროისათვის სასწრაფოს ოთხი ბრიგადიდან მხოლოდ ერთი მუშაობს. ინფიცირებული თანამშრომლების ნაწილი საცხოვრებელ სახლებში, ნაწილი კი კოვიდსასტუმროებში იმყოფება.

 

ვირუსის გავრცელების მაჩვენებლით იმერეთის რეგიონი დედაქალაქის შემდეგ მეორე ადგილზეა. რეგიონში არსებულ კოვიდცენტრებში 1200-ზე მეტი ადამიანი მკურნალობს.

 

180 პაციენტია მოთავსებული საჩხერის სამედიცინო ცენტრში, აქედან 55 პირი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. პანდემიის პერიოდში სამედიცინო დაწესებულება 700 -ზე მეტ პაციენტს მოემსახურა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner