საქართველო ვენესუელაში 6 დეკემბერს გასამართ არჩევნებს არ ცნობს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრომ „ტვიტერის“ ანგარიშზე დაწერა.
უწყება შეშფოთებას გამოთქვამს სამხრეთამერიკულ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის გამო.
„ღრმად შეშფოთებულენი ვართ ვენესუელაში მიმდინარე მრავალგანზომილებიანი კრზისის კიდევ უფრო გამწვავებით. არ ვცნობთ 6 დეკემბრის არჩევნებს. ვიდგებით ვენესუელელი ხალხის გვერდით თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ სწრაფვაში", - ნათქვამია საგარეო უწყების ტვიტში.