„ვაშლიჯვრის მაცხოვრის ნათლისღების ტაძრის წინამძღვარი მამა დავითი (ქვლივიძე) კორონავირუსით გარდაიცვალა“, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს.
„სამწუხაროდ, დეკანოზი დავით ქვლივიძე გარდაიცვალა. კორონავირუსით დაინფიცირებამ გამოიწვია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება, იგი მკურნალობდა საავადმყოფოში. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ახლობლებს“, - წერს დეკანოზი.
დეკანოზ დავითს კორონავირუსი რამდენიმე კვირის წინ დაუდგინდა.