logo_geo
eng_logo
საქართველოს თავდაცვის ძალების მშვიდობისმყოფელთა ასეული ავღანეთში ჩავიდა
- +

7 დეკემბერი. 2020. 12:17

 

„საქართველოს თავდაცვის ძალების მშვიდობისმყოფელთა ასეული ავღანეთში ჩავიდა. ასეულს ბაგრამის საავიაციო ბაზაზე I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ვლადიმერ ნათენაძე და შტაბის უფროსი მაიორი თენგიზ გობაძე დახვდნენ და მშვიდობისმყოფელებს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის წარმატებით შესრულება უსურვეს“, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, ქართველ მშვიდობისმყოფელთა ასეული ქაბულში, „მტკიცე მხარდაჭერის“ შტაბის ბაზაზე მისიას აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში შეასრულებს.

 

ქართველი სამხედროები მისიის ფარგლებში ძალთა დაცვის ამოცანებს შეასრულებენ.

 

მშვიდობისმყოფელთა ასეულმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიისთვის (RSM) გადასროლისწინა ოთხთვიანი ინტენსიური სწავლების სხვადასხვა ფაზა და დასკვნითი მომზადება საქართველოში გაიარა.

 

აშშ-ის ევროპული სარდლობის წარმომადგენლებმა ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მომზადების დონეს მაღალი შეფასება მისცეს. ქართული ასეული საერთაშორისო სამშვიდობო მისიას ავღანეთში აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში შეასრულებს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner