„უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ ყველა პროგნოზით ნავარაუდევ სიკვდილიანობის ზღვარს გავცდით და როცა დღეში სიკვდილიანობის მაჩვენებელი 29-ზე მაღალია, ასეთი შეზღუდვები აუცილებელია“, - ამის შესახებ „კვირის პალიტრასთან“ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„ჯარიმებია პირბადის გარეშე სიარულისთვის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნაა, 21 საათის შემდეგ საშვის გარეშე გარეთ გასვლისთვის და ა.შ. მაგრამ თუ შეგნება არ არის, მხოლოდ მათრახის პრინციპი არ მუშაობს. სერიოზულ პრობლემასთან გაქვს საქმე, ჩვენს ქვეყანაში მდგომარეობა ძალიან გართულებულია. საზოგადოებისაც მესმის – როცა თავისუფლებას უზღუდავ, ყველა ღიზიანდება, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ ყველა პროგნოზით ნავარაუდევ სიკვდილიანობის ზღვარს გავცდით და როცა დღეში სიკვდილიანობის მაჩვენებელი 29-ზე მაღალია, ასეთი შეზღუდვები აუცილებელია. უნდა გავიჭირვოთ, სხვა გამოსავალი არ არის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.