„ქალბატონი რემას პირველი სიტყვები იყო – რატომ მომიკალით შვილი?!“ - ამის შესახებ კულტურის პალატის პრეზიდენტმა, დავით ოქიტაშვილმა, გაზეთ „ასავალ დასავალს“ ზურაბ ჟვანიას შესახებ საუბრისას განუცხადა.
„როდესაც რემა ჟვანიას შვილის გარდაცვალების ამბავი შეატყობინეს, მაშინ ჯერ არ ჰქონდათ ზღაპარი გავრცელებული გაზით გაგუდვასთან დაკავშირებით, ქალბატონი რემას პირველი სიტყვები იყო – რატომ მომიკალით შვილი?! ძალიან ბრძენი ქალი იყო, ჭორები ზურას გარდაცვალებაზე, რომლებიც ნაცჯალათებმა ააგორეს, მათ მთელი ცხოვრება მძიმე ცოდვად გაჰყვებათ, მაგრამ იმედი მაქვს საზოგადოება მალე გაიგებს სიმართლეს. ზურაბ ჟვანია მოკლეს და სხვა ვერსიას არ განვიხილავ!!!“ - განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.