„საოცარია ცხოვრება 9 დეკემბერს ზურას დაბადების დღეა, 57 წლის გახდებოდა. ზურას მკვლელობიდან 15 წლის მერე, ზურას დაბადების წინა დღეს – 8-ში ქალბატონი რემა დავკრძალეთ!“ - ამის შესახებ გაზეთ „ასავალ-დასავალს“ კულტურის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა განუცხადა.
„საოცარია ცხოვრება 9 დეკემბერს ზურას დაბადების დღეა, 57 წლის გახდებოდა. ზურას მკვლელობიდან 15 წლის მერე, ზურას დაბადების წინა დღეს – 8-ში ქალბატონი რემა დავკრძალეთ! ჩვენ კი – ზურას მეგობრები 9 დეკემბერს ისევ მივალთ ზურას საფლავთან, ხოლო ზურა და ქალბატონი რემა ერთად დაგვლოცავენ. აქვე ვიტყვი: 9 დეკემბერს ჩემი დაბადების დღეცაა, ქალბატონმა რემამ იცოდა, რომ მეც ამ დღეს ვიყავი დაბადებული და ამიტომ ზურას მერე, ყოველ 9 დეკემბერს დილით მირეკავდა და მილოცავდა, მეტყოდა: აი, ხომ ხედავ, მეც მოგილოცე დაბადების დღე, ძალიან დამაკლდება ეს მილოცვა!“ - განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.