logo_geo
eng_logo
ისრაელმა „ფაიზერის“ ვაქცინის პირველი პარტია მიიღო
- +

9 დეკემბერი. 2020. 18:51

 

 

ისრაელში, ბენ-გურიონის აეროპორტში თვითმფრინავით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჩაიტანეს, რომელიც „ფაიზერმა“ შექმნა.

 

აეროპორტში თვითმფრინავს პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და ჯანდაცვის მინისტრი დახვდნენ.

 

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, პირველი პარტიის ფარგლებში ისრაელმა ვაქცინის 200 000 დოზა მიიღო, რაც 100 000 ადამიანის ვაქცინაციისთვის არის საკმარისი.

 

ისრაელში მასობრივი ვაქცინაციის დაწყების თარიღი ჯერ კიდევ უცნობია. ასევე არ ვრცელდება ინფორმაცია, როდის მიიღებს ქვეყანა ვაქცინის უფრო დიდ პარტიას.

 

მედია ვარაუდობს, რომ კორონავირუსის ვაქცინაციას პირველები მედიკოსები გაივლიან.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner