logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: რის იმედად მიჰყვებით ამ ნაცსექტას? სააკაშვილის და ბოკერიას პატიოსნების იმედი გაქვთ?!
- +

9 დეკემბერი. 2020. 19:24

 

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი, სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს:

 

ნაცსექტა რომ უნამუსოა, სრულიად ნათელია!

 

რაო, 2020-ში გაყალბდა და 2016 წელს სულ უმაღლესი სტანდარტით ჩატარდა არჩევნები?

 

ვინმემ მიპასუხოს: „ქართულმა ოცნებამ“ ახლანდელი 90 მანდატი (მათ შორის, 30 მაჟორიტარი) გაყალბებით მოიპოვა და 2016 წელს საკონსტიტუციო უმრავლესობა სულ ფუმფულა და საყვარელი პროცესის შედეგი იყო?

 

რატომ შევიდა ნაცსექტა პარლამენტში 2016 წელს?

 

დიახ, მაშინაც აპირებდნენ, რომ „ქართული ოცნება“ მარტო დაეტოვებინათ, მაგრამ კარგად იცოდნენ, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ მათი პარტნიორი არ იქნებოდა!

 

არც ახლაა!

 

სამაგიეროდ, აბულინგებენ სხვა პარტიებს - მათ განაყარს თუ გამონაყარს!

 

ნინო ბურჯანაძე 2016 წელსაც აპროტესტებდა შედეგებს, მაშინაც ვერ გადალახა ბარიერი, რატომ არ დაუჭირეს მხარი პროტესტში და რატომ შევიდნენ პარლამენტში?

 

ბურჯანაძე ახლაც არაფერს კარგავს.

 

რას დაკარგავს, რაც არ აქვს?!

 

ამიტომაც მოითხოვს, რომ სხვებიც არ შევიდნენ!

 

ნაცსექტას კი წლეულს გადამწყვეტი ბრძოლა აქვს:

 

თუ დანარჩენ ბარიერგადალახულ პარტიებს აიყოლიებს, „ოცნებას“ მარტო დატოვებს პარლამენტში.

 

ეს არის მისი უკანასკნელი იმედი!

 

მაგრამ რა ეიმედებათ დანარჩენებს?!

 

რის იმედად მიჰყვებიან ნაცსექტას?!

 

სააკაშვილის და ბოკერიას პატიოსნების იმედი აქვთ?!

 

ნაცსექტის მოთხოვნები იმას ნიშნავს, რომ მოლაპარაკებები შედეგს ვერ გამოიღებს!

 

ნაცსექტის მიზანია ძალაუფლების კვლავ ხელში ჩაგდება!

 

დანარჩენებს მიზანი აქვთ?!

 

იქნებ ფიქრობენ, რომ მას შემდეგ, რაც ნაცსექტა ძალაუფლებას მოიპოვებს (რაც გამორიცხულია!), ამ ძალაუფლებას უჭურ-პუჭურებს გაუყოფს?!

 

2016 წლისგან განსხვავებით, ნაცსექტამ ახლა მოახერხა პოლიტიკური ისტებლიშმენტის დათრგუნვა.

 

ვიმეორებ: 2016-ში ეს სცადეს და არ გამოუვიდათ, - მაშინ „პატრიოტთა ალიანსი“ იდგა მესამე საპარლამენტო ძალად და მასთან შეთანხმება გამორიცხული იყო!

 

ახლა ნაცსექტას შანსი გაუჩნდა, მიზერული შანსი და მის გამოყენებას ცდილობს!

 

ესენიც აყვნენ და მიდიან!

 

„რომ მიდიხარ, სად მიდიხარ, სად მიდიხარ, ღრუბელო?!“

 

რა გინდათ?!

 

ვერ ხვდებით, რომ ღრუბელ-ღრუბელ მარშრუტი სააკაშვილისთვის ყველაზე ხელსაყრელია?!

 

ჰო, მართლა, არჩევნების დროს დორბლი რომ სდიოდა, ახლა სად არის სააკაშვილი - ეგ ამბარს ამოფარებული, გასუსული ვირთაგვა?!

 

ეს შეკითხვა რატომ არ გიჩნდებათ?!

 

ხოლო ბოკერია ვისაც ჭკვიანი გგონიათ, იმათთვის ცალკე ადგილებია ისტორიის სანაგვეზე!

 

ჭკვიანი კი არა, ბოროტია, ბინძური ბოროტი და მანიპულატორი!“ - წერს ბონდო მძინარაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner