ახალი მოწვევის პარლამენტის რამდენიმე კომიტეტის თავმჯდომარეების ვინაობა უკვე სახელდება.
საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, ევროინტეგრაციის კომიტეტს უხელმძღვანელებს მაკა ბოჭორიშვილი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს – კახა კახიშვილი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტს – ანრი ოხანაშვილი, თავდაცვისა და უშიშროების საკითხთა კომიტეტს – ირაკლი ბერაია.
ამასთან, კონსულტაციები მიმდინარეობს ვიცე-სპიკერებთან დაკავშირებით. პირველი ვიცე-სპიკერის პოსტზე სახელდება დავით სერგეენკოს ან გიორგი ვოლსკის კანდიდატურები.
ამასთან, საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა შესაძლოა, თეა წულუკიანმა დაიკავოს.