logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: მავნებლობა, რომელიც ჩვენს ოპონენტებს განუზრახავთ, მხოლოდ პარლამენტს ან ქვეყანას ეხება, ეს გაცილებით სერიოზულ პრობლემას ქმნის
- +

11 დეკემბერი. 2020. 15:31

 

 

„მავნებლობა, რომელიც ჩვენს ოპონენტებს განუზრახავთ, მხოლოდ პარლამენტის ან ქვეყნის მიმართ დამოკიდებულებას არ ეხება, არც მათ პირად მისწრაფებებს, ეს გაცილებით სერიოზულ პრობლემას ქმნის“, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატი გიორგი ვოლსკი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ევროპარლამენტარების განცხადებებს.

 

როგორც ვოლსკი აღნიშნავს, მოკავშირეების მოწოდებები გულისხმობს იმას, თუ როგორი საქართველოს ნახვა სურთ მათ.

 

„როდესაც ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების თუ სხვა ქვეყნის წარმომადგენელები მოუწოდებენ, ეს არ არის მათი პირადი ემოცია, ეს არის სურვილი, თუ როგორი უნდათ ჩვენს მოკავშირეებს, რომ საქართველო დაინახონ. კარგად იცით, რომ რეგიონში ურთულესი მოვლენები მიმდინარეობს. მსოფლიოში დაპირისპირება სერიოზულ დონეზეა და აქედან გამომდინარე, რასაკვირველია, სტაბილური პლატფორმა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია“,- განაცხადა ვოლსკიმ.

 

ცნობისთვის, ევროპარლამენტარებმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს. როგორც ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა განაცხადა, დასანანი იქნება, თუ ოპოზიციის წევრები არ შევლენ პარლამენტში. ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ კი პოლიტიკურ პარტიებს შეთანხმების მიღწევისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ პარლამენტის წევრებმა საკანონმდებლო ორგანოში თავიანთი ადგილები უნდა დაიკავონ. კიდევ ერთი ევროპარლამენტარის, ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, ფუნქციონალური პარლამენტის გარეშე, საქართველო ძალიან მნიშვნელოვან დროს ძალიან ბევრს დაკარგავს. ევროპარლამენტის წევრმა, ესტონელმა პოლიტიკოსმა ურმას პაეტმა კი განაცხადა, რომ ოპოზიციის მიერ საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმა ხელს შეუშლის დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინსტიტუტის ფუნქციონირებას.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner