logo_geo
eng_logo
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობებს გიორგი ვოლსკი, კახაბერ კუჭავა და დავით სერგეენკო დაიკავებენ
- +

11 დეკემბერი. 2020. 17:20

 

 

მეათე მოწვევის პარლამენტმა თავმჯდომარის მოადგილეები აირჩია.

 

საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გიორგი ვოლსკი დაამტკიცეს. არჩილ თალაკვაძის მოადგილეები იქნებიან ასევე კახაბერ კუჭავა და დავით სერგეენკოც.

 

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კენჭი უყარეს დადგენილების პროექტს, რომლის გათვალისწინებით, პარლამენტის წევრთა უფლებამოსილება ცნეს. დეპუტატებმა ერთიან სიას უყარეს კენჭი.

 

საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტი დღეს პირველ სხდომას მართავს. სხდომა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გახსნა. სხდომა რეგლამენტით გათვალისწინებული დღის წესრიგით მიმდინარეობს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner